მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთმა ახალი კოსმოსური რაკეტა გამოსცადა (ვიდეო)

ჩინეთმა ახალი რაკეტა გამოსცადა

ჩინეთმა კოსმოსში უახლესი რაკეტა, CZ-8 წარმატებით გაუშვა. ის დედამიწის ორბიტაზე 5 თანამგზავრს გაიყვანს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

რაკეტის სტარტი ვენჩანის კოსმოდრომიდან შედგა. 15 წუთში რაკეტამ ჰელიოსინქრონულ ორბიტას მიაღწია 512 კმ-ის სიმაღლეზე. იქ მას 5 თანამგზავრი გამოეყო.

CZ-8 საშუალო სიდიდის ორსაფეხურიანი რაკეტაა, რომელიც თხევად საწვავზე მუშაობს. სხვა რაკეტებისგან განსხვავებით, CZ-8 საწვავის სახით წყალბადს და ჟანგბადს იყენებს, რაც წვის შედეგად წყალს გამოყოფს. ამიტომ მისი ძრავები გარემოს არ აბინძურებს.

რაკეტის გარკვეული ნაწილების მრავალჯერადი გამოყენება იგეგმება, რაც გაშვების ფასს დაწევს.