მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინას პირველები მიიღებენ

ჩინეთის პრეზიდენტი

კორონავირუსის ვაქცინას, შექმნის შემდეგ, პირველ რიგში აფრიკის ქვეყნები მიიღებენ. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა.

"ჩინეთი პირობას დებს, რომ აფრიკის ქვეყნები, იქნებიან პირველი, ვინც კორონავირუსის ვაქცინას, მისი შექმნისა და დამტკიცების შემდეგ მიიღებს",- აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა საგანგებო სამიტზე.

მისი თქმით, აფრიკის ქვეყნებში გააქტიურდება საავადმყოფოების მშენებლობა და გაფართოვდება თანამშრომლობა ადგილობრივ და ჩინურ კლინიკებს შორის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინის 133 ვარიანტზე მიმდინარეობს მუშაობა. მათაგნ 10 კლინიკური კვლევების ფაზაშია.