#დარჩისახლში
უცხოეთი

ჩინეთმა უჰანის საზღვრები გახსნა

ჩინეთმა უჰანის საზღვრები გახსნა
22:38 07.04
დაკოპირებულია

კოვიდინფექციის კერად დასახელებულ უჰანში, რომელიც 76 დღის განმავლობაში გარესამყაროს მოწყვეტილი იყო, ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს საზღვრები გახსნა და მოსახლეობას ქალაქიდან ავტომობილებით გასვლის უფლება მისცა. ქალაქიდან გამავალი მაგისტრალების გახსნას ჩინეთის ცენტრალული ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

უჰანი 23 იანვრიდან, ფაქტობრივად, იზოლირებული იყო კორონავირუსის ეპიდემიის გამო. ქალაქთან ტრანსპორტით დაკავშირება აიკრძალა. არ მუშაობდა მეტრო, ავტობუსები და წყლის ტრანსპორტი. არ ფუნქციონირებდა აეროპორტი და რკინიგზა. ქალაქის მცხოვრებლებს უჰანის დატოვება განსაკუთრებული ნებართვის გარეშე არ შეეძლოთ.

28 მარტიდან უჰანში სარკინიგზო მიმოსვლა ეტაპობრივად აღდგა, ხვალიდან, 8 აპრილიდან კი საჰაერო მიმოსვლაც ნაწილობრივ განახლდება.

ჰუბეის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, უჰანის მცხოვრებლები ქალაქიდან გასვლას იმ პირობით შეძლებენ, თუკი ისინი სრულად არიან გამოჯანმრთელებული და სხვებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. როგორც დღეს გახდა ცნობილი, COVID-19-ის გავრცელების დღიდან 7 აპრილს ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

პირველი რესპუბლიკა

102 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკი...

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა. 191...
პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წერ...
09:36
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანსა და საქართველოს მ...
09:26
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართლებრივი რეფორმების საკითხებში ეკატერინა ზ...
09:14
ორი წლამდე ასაკის ბავშვებს არ უნდა ეკეთოთ პირბადეები, რადგან მათ შეიძლება სუნთქვა გაუძნელდეთ, რაც გა...
08:36
რუსეთი, ავიაკატასტროფა, მსხვერპლი ჩუკოტკაზე ჩამოვარდნილი ვერტმფრენი სამხედრო აღ...
ჩუკოტკაზე 26 მაისს დილით ᲩᲐᲛᲝᲕᲐᲠᲓᲜᲘᲚᲘ ᲕᲔᲠᲢᲛᲤᲠᲔᲜᲘ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა....
საქართველოში პირბადეების საწარმო გაიხსნა
„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, საქართველოში უმაღლესი ხარისხის სპეციალური დამც...
20:58 25.05
რუსეთში ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ქარიშხლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზა...
პრემიერმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებ...
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მ...