მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სიმძლავრის გაზომვა

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰებეის პროვინციაში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრი იტყობინება.

მიწისძვრა, ადგილობრივი დროით, 06:38 საათზე დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.