მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

ჩინეთის დროშა

ჩინეთში კორონავირუსული ინფექციის ახალი შტამი დაფიქსირდა. ინფორმაციას reuters ავრცელებს.

კორონავირუსის ახალი შტამი 23 წლის სტუდენტ გოგოს დაუდასტურდა, მას დიდი ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

ჩინეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები პანდემიის დაწყებიდან დღემდე 83 ათასს აჭარბებს.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ბრიტანეთში ახალი შტამით ათასზე მეტი პაციენტია ინფიცირებული. ახალი შტამი უფრო გადამდებია, თუმცა ავადმყოფობის სიმძიმე კორონავირუსის სხვა შტამებს არ განსხვავდება.