მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინური ვაქცინა 79%-ით ეფექტიანია

ჩინური ვაქცინის ეფექტიანობა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა, რომელიც კომპანია „სინიფარმმა“ შექმნა, 79%-ით ეფექტიანია. ამის შესახებ CNN იუწყება. 

ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე კომპანიების Pfizer/BionTech-ის და Moderna-ს მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელთა ეფექტიანობა 90%-ზე მეტია, მაგრამ უფრო მაღალია, ვიდრე AstraZeneca-ს ვაქცინა, რომლის ეფექტიანობა 55-70%-ს შეადგენს.

„სინოფარმის“ ვაქცინა Covid 19-ის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინებს განსხვავდება. ის ე.წ. „ინაქტივირებული ვაქცინის“ სქემით არის შექმნილი.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდ ბრიტანეთში, Pfizer/BionTech-ის შემდეგ ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული ვაქცინაც ოფიციალურად დარეგისტრირდა.

🔆 საქართველოში ვაქცინაცია შესაძლოა მარტში დაიწყოს

🔆 აშშ-ში ვაქცინაციის შემდეგ მედდას კორონავირუსი დაუდგინდა