მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინური ვაქცინის ეფექტიანობა თურქეთში 83,5%-ს შეადგენს - კვლევა

თურქეთში ჩინური ვაქცინის ეფექტიანობა

ჩინური კომპანია Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, CoronaVac-ის  ეფექტიანობა 83,5%-ს შეადგენს. ამის შესახებ dailysabah.com იუწყება. 

შესაბამისი კვლევა თურქეთის ჰოჯათეფეს უნივერსიტეტმა ჩაატარა. ამავე კვლევის მიხედვით, ვაქცინა 100%-ით იცავს ადამიანებს ჰოსპიტალიზაციისგან.

როგორც ჰოჯათეფეს უნივერსიტეტის პროფესორმა სერჰათ იუნალმა განაცხადა, ვაქცინის ეფექტიანობა 65 წელზე უფროსი პირებისთვისაც ანალოგიური იქნება.

CoronaVac-ის ეფექტიანობასთან დაკავშირებით კამათი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ბრაზილიაში ჩატარებულმა კვლევებმა ამ მაჩვენებლის გაცილებით დაბალი დონე აჩვენა. ექსპერტების აზრით, ცდომილება მოხალისეების განსხვავებულმა ასაკმა და მათმა პროფესიებმა გამოიწვია.

CoronaVac თურქეთში გასულ წელს დაარეგისტრირეს ამჟამად ის Covid 19-ის საწინააღმდეგო ერთადერთი ვაქცინაა თურქეთის ტერიტორიაზე. ვაქცინაცია 14 იანვარს დაიწყო და მას მერე აცრა 9,3 მლნ ადამიანს ჩაუტარდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 ევროპა რუსული კოვიდვაქცინის - „Sputnik V“ ოფიციალურ კვლევას იწყებს

🔱 ჩინური ვაქცინის ეფექტიანობა თურქეთში 83,5%-ს შეადგენს - კვლევა