მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთადერთი გზაა, რომ დონბასში ომი დასრულდეს“ - ზელენსკი

უკრაინის პირველი პირი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან დონბასში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. 

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ ძალზე საშიში ტენდენცია, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევასთან დაკავშირებით, დაღუპულია უკრაინელი ჯარისკაცები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი ყურადღებისთვის და მოუწოდა ნატოს წევრ ქვეყნებს მეტი ყურადღება მიაქციონ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოლტენბერგთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო ალიანსში გაწევრიანება.

„ჩვენ მზად ვართ ჩვენი არმიისა და თავდაცვის სექტორის რეფორმირებისთვის, მაგრამ მხოლოდ რეფორმებს არ შეუძლია შეაჩეროს რუსეთი. ნატო დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა. MAP-ი იქნება რეალური სიგნალი რუსეთისთვის ”, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ინფორმაციისათვის, მარტის ბოლოს რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად აღმოსავლეთ უკრაინაში და ეს ყველაფერი გაამართლა წვრთნების სახელით. ამავდროულად, რუსეთმა უარყო, რომ მათი სამხედრო მოძრაობები საფრთხეს უქმნის უკრაინას.

ამავე თემაზე 👇

👉 „აშშ ცდილობს მოსკოვს დაანახოს, რომ უკრაინას არ მიატოვებს და ყველა შესაძლო ძალით დაეხმარება“ - კახა გოგოლაშვილი

👉 „გამოვხატე სერიოზული შეშფოთება უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებზე“- იენს სტოლტენბერგი

👉 „რუსეთს უკრაინის შავი ზღვისგან იზოლირება სურს“ - გენერალი ბენ ჰოჯესი