მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეაში გასაქცევად კაცი სამმეტრიან ღობეზე გადაძვრა

კორეელი საზღვარზე 3-მეტრიან ღობეზე გადაძვრა

ჩრდილოეთ  და სამხრეთ კორეას შორის საზღვარზე გადასასვლელად კაცი სამმეტრიან ღობეზე გადაძვრა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ეს პირი დემილიტარიზებული ზონიდან რამდენიმე კილომეტრში სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა დააკავეს. იმისათვის, რომ ნათქვამში დარწმუნებულიყვნენ, საზღვრის დამრღვევს რამდენჯერმე სთხოვეს, რომ მაღალ ღობეზე გადამძვრალიყო. კაცი ამბობს, რომ წარსულში ტანმოვარჯიშე იყო.

გაუგებარია, როგორ მოახერხა ამ პირმა საზღვარზე ჩრდილოეთ კორეელი სამხედროებისთვის შეუმჩნევლად გადასვლა, ასევე ის არ აფეთქდა არც ერთ ნაღმზე, რომლებიც მრავლადაა დემილიტარიზებულ ზონაში. ღობეზე კი არც ერთი სენსორი არ ჩაირთო.

დემილიტარიზებული ზონა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე მდებარეობს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაცული ტერიტორიაა მსოფლიოში.