მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსის რუსული ვაქცინის საცდელი პარტია ჩაიტანეს

რუსული ვაქცინის საცდელი აპრტია

COVID-19-ის რუსული ვაქცინის პირველი პარტია ჩაიტანეს ჩრდილოეთ ოსეთში. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. საცდელი პარტია მცირე მოცულობისაა და ის, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს მიაწოდეს.

უახლოეს მომავალში რესპუბლიკაში ვაქცინაცია დაიწყება, ამჟამად კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს. ვაქცინის სახელწოდებაა „სპუტნიკ-V“. ის მოსკოვში, გამალეის სახელობის ინსტიტუტში შექმნეს.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალური ასამბლეისთვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში მათ კორონავირუსისგან უფასო ვაქცინაცია შესთავაზა.