მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"ჩვენი ჯანდაცვა ვერ გაუძლებს"- რომელი სცენარისთვის არ არის მზად უკრაინა?

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სამი შესაძლო სცენარი დაასახელა.

"დღეს ფაქტობრივად, სამი სცენარი არსებობს. პირველი -ეს არის კორონავირუსით ქვეყნის მოსახლეობის 3-5%-მდე ინფიცირება ერთდროულად. ეს ცუდი მაჩვენებელია, თუმცა კატასტროფა არა არის. უნდა გავაგრძელოთ სანქციები და თვითიზოლაციის რეჟიმი, არ გავიდეთ ქუჩაში, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე. ასეთ შემთხვევაში გამოწვევას გავუმკლავდებით",- განცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მეორე სცენარი მოსახლეობის 25%-ის ინფიცირება, ხოლო მესამე და ყველაზე ცუდი-50%-ის დაავადება ინქება.

"მეორე და მითუმეტეს, მესამე სცენარს, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. ჩვენი ექიმები ვერ აუვლენ ამდენი პაციენტის მიღებას",-აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამ დროისთვის უკრაინაში კორონავირუსის 475 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 10 ადამიანი.