მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი პრინციპი მარტივია: უკრაინა ომს არ დაიწყებს პირველი, მაგრამ უკრაინა ყოველთვის იდგება ბოლომდე“ - ვლადიმირ ზელენსკი

ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინა ომს არ დაიწყებს პირველი, მაგრამ უკრაინა ყოველთვის იდგება ბოლომდე.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ კარგად იცის, როგორ მოიქცეს ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში.

„ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ესკალაცია გარდაუვალია? არა. სურს უკრაინას ომი? არა. მზადაა, თუ არა უკრაინა ომისთვის? – კი. შეწყვეტს თუ არა უკრაინა კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას? - არასდროს. დაიცავს თუ არა უკრაინა თავს? – ყოველთვის. ჩვენი პრინციპი მარტივია: უკრაინა ომს არ დაიწყებს პირველი, მაგრამ უკრაინა ყოველთვის იდგება ბოლომდე“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

​ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა ყურადღებით მიუდგნენ ინფორმაციის წყაროებს და არ უსმინონ პოლიტიკოსებს.

„უნდა გვეშინოდეს? – არა, რადგან 2021 წლის უკრაინა ძალიან განსხვავდება 2014 წლის უკრაინისგან“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა აპრილის დასაწყისიდან გამწვავდა. ექსპერტები ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლებას არ გამორიცხავენ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთადერთი გზაა, რომ დონბასში ომი დასრულდეს“ - ზელენსკი

✅ზელენსკი: უკრაინამ მალე უნდა მიიღოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების კონკრეტული გეგმა