მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Covid 19-ის ახალმა ვაქცინამ „ნოვავაქსმა“ 89,3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

ნოვავაქსის ვაქცინა

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული მასშტაბური კვლევების თანახმად კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალმა ვაქცინამ „ნოვავაქსმა“ 89,3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„Novavax პირველია, რომელმაც აჩვენა, რომ ძალიან ეფექტურია კორონავირუსის ახალი ვარიანტის მიმართ“, - განაცხადა BBC- ის სამედიცინო რედაქტორმა ფერგუს უოლშმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ინფორმაციას ნოვავაქსის ეფექტიანობის შესახებ „კარგი ახალი ამბავი“ უწოდა. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას წინასწარ აქვს შეკვეთილი „ნოვავაქსის“ ვაქცინის 60 მილიონი დოზა.

ამ დროისთვის დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის სამი ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისათვის დაამტკიცა.

„ნოვავაქსის“ ცდების მესამე ფაზაში 18-24 წლის ასაკის 15 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ 102 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა