მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაგუგლეთ და ნახეთ ევროპაში სად არის საბაგირო გზა გახსნილი“ - ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე ამირან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპის წამყვან სათხილამურო კურორტების ქვეყნებში საბაგირო გზები არ არის გახსნილი, ამიტომ შეზღუდვა არ უნდა მოიხსნას საქართველოშიც. 

„რატომ უნდა დაიშვას გამონაკლისი? ევროპაში ყველაზე ცნობილი მთის კურორტების მქონე ქვეყნები რომლებია? საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, ჩეხეთი, შვეიცარია, გერმანია. აბა, მითხარით, დაგუგლეთ და ნახეთ, რომელიმე ყველაზე ცნობილ ზამთრის კურორტების მქონე ქვეყნებში საბაგირო გზები გახსნილია თუ არა?

ერთადერთი გასხნილია ავსტრიაში მხოლოდ ადგილობრივებისთვის და არა უცხოელი ტურისტებისთვის, ამავე დროს, იქ სასტუმროები არ არის გახსნილი, რომ ადგილი არ ჰქონდეს დიდ შეკრებებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

👉 ინფორმაციისთვის, მთავრობამ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ზამთრის კურორტების მუშაობა აკრძალული დარჩა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები აღდგება

ნებისმიერი დიდი წვეულების გამართვა აკრძალული რჩება

პირველი თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა სკოლები ყველგან გაიხსნება