მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დალაი-ლამას კოვიდვაქცინაცია ჩაუტარდა (ვიდეო)

დალაი ლამას კოვიდვაქცინაცია

ტიბეტელი ბუდისტების სულიერ ლიდერს დალაი-ლამას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

ვაქცინაცია ინდოეთის ქალაქ დხარამსალაში ჩატარდა. დალაი-ლამას Covishield-ის ვაქცინა გაუკეთდა. იგივე ვაქცინით აცრები დღეს უკრაინაში მიმდინარეობს.

სულიერი ლიდერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაქცინაციის შემდეგ ის საათნახევარი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

„თქვენც უნდა გაიკეთოთ აცრა. ამას მხოლოდ სარგებელი მოაქვს. ეს მნიშვნელოვანია. ამიტომაც გავიკეთე ვაქცინა“ - განაცხადა დალაი-ლამამ.

დალაი-ლამამ პანდემიას „ადამიანების მიერ დაგროვილი ნეგატიური კარმის შედეგი“ უწოდა. ის მორწმუნეებს წმინდა წერილების უფრო ხშირი და უფრო დაკვირვებით წაკითხვისკენ მოუწოდა.