მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დანიაში მოკლული წაულების ფოტოები ვრცელდება

წაულების დამარხვის კადრები

სააგენტო Reuters ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც დანიაში დახოცილი წაულებია გადაღებული. წაულებს ამისთვის სპეციალურად ამოთხრილ ორმოებში მარხავენ.

წაულების მასობრივი დახოცვა დანიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოხდა. 12 ადამიანს კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამი აღმოაჩნდა, რომელიც მათ, სავარაუდოდ, წაულებისგან გადაედოთ. ვირუსის ამ სახეობას ანტისხეულების მიმართ ნაკლები მგრძნობელობა აღენიშნება, რაც ვაქცინის ეფექტიანობას ამცირებს.

დანია მსოფლიოში წაულების ქურქის წარმოების ლიდერია. 1000-ზე მეტ ფერმაში აქ 15 მილიონზე მეტი წაულა მოჰყავთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 10 მილიონი წაულა უკვე მოკლეს.

წაულების მასიური დახოცვის ფაქტს ცხოველების უფლებების დამცველთა მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.