უცხოეთი

დავით შერაზადიშვილმა საზოგადოებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

დავით შერაზადიშვილმა
საზოგადოებას ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერიის 2020
წლის საქმიანობის
ანგარიში წარუდგინა
1613990426
დაკოპირებულია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო სექტორსა და მედიას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა,- ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა.

მერმა ასევე 2020 წელს, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში მოქალაქეების დახმარების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებაც დეტალურად ისაუბრა.

ანგარიშის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას დავით შერაზადიშვილმა 2021 წელს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო და მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული კოვიდრეგულაციების სრული დაცვით წარიმართა.

„მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას დღეს 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე.

მოგეხსენებათ, 2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, გამოწვევებით სავსე წელი იყო. საკარანტინო პერიოდის განმავლობაში მერია მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩვენ ჯამში 13 500 სასურსათო პაკეტი დავარიგეთ.

საკარანტინო პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის ჩვენს მედიკოსებს, პოლიციელებსა და მოხალისეებს მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.

პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა არ შეწყვეტილა. 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 11 მილიონამდე ლარის ღირებულების 149 ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით განვახორციელეთ. გასულ წელს კი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, 3 300 000 ლარი დავხარჯეთ.

დარწმუნებული ვარ, 2021 წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის კვლავ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

შარლ მიშელი საქართველოში
ჩამოვიდა

შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას, შაბათ-კვირის გარდა, განაახლებენ ბათუმში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

1614575405

როგორც საჯარო, ასევე, კერძო საბავშვო ბაღები დღეიდან, პირველი მარტიდან, მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

1614574942

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოს პარლამენტში  გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. 

1614544344

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო პირველ მარტს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. 

1614542290
ზალკალიანი შარლ მიშელს
დახვდა

დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართველო-...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. 

თბილისში, ქუთაისსა და გორში მძღოლებმა სა...

თბილისში, ქუთაისსა და გორში მძღოლებმა ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს. ამ ფორმით მათ საწვავის ფასის სწრაფი ზრდა გააპროტესტეს.

ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნი...

ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებს. არჩვაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის დროს ამბობს, რომ საქართველოში მომავალი წელი არის დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი საქართველოში. 

„ნამახვანის ჰესის მშენებლობას ნაცბელადი...

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება, რომელშიც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგებს მხარდაჭერას უცხადებს.