მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Deutche Welle: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადადგა, რათა ოპოზიციონერის დაკავებით გამოწვეული პოლიტიკური პოლარიზაცია არ დაუშვას

გახარიას გადადგომა

გერმანული გამოცემა Deutche Welle საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ეხმაურება. გამოცემა წერს, რომ პრემიერი გადადგა, რათა ოპოზიციონერის დაკავებით გამოწვეული პოლიტიკური პოლარიზაცია არ დაუშვას. 

გამოცემა, ასევე, წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა, რომლებიც ოქტომბერში გაიმართა.

გახარიამ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში არსებულმა უთანხმოებამ შეიძლება მოქალაქეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას პრობლემები შეუქმნას და საქართველოში არსებულ პოლიტიკური სიტუაციის კიდევ უფრო დიდ პოლარიზებას გამოიწვევს - წერს Deutche Welle.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრობის ახლა კანდიდატს „ქართული ოცნება“ 19 თებერვალს წარადგენს.

იხილეთ აგრეთვე:

🚸 კობახიძე: გახარიას პოზიცია ვერ დაემთხვა ჩვენი გუნდის პოზიციას

🚸 ნიკა მელია: როგორც ჩანს ბატონმა გახარიამ სისხლისღვრისკენ მეორეჯერ ნაბიჯი არ გადადგა