მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

აშშ-ს დროშა

დღეს, 3 ნოემბერს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.

დონალდ ტრამპსა და მაიკ პენსს „დემოკრატების“ პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან.

ჯერჯერობით ყველა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი ლიდერობს.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, აშშ-ის მასშტაბით ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს რეიტინგებში 8%-ით უსწრებს.

⚫ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტად შეიძლება იყოს არჩეული პირი, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიბადა, არის 35 წლის და ამერიკის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ👇

👉 არჩევნები აშშ-ში