დღეს, 8 იანვარს დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვალების 1 325 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც ქვეყანაში ანტირეკორდია.
გარდა ამისა, ქვეყანაში კოვიდინფექციის კიდევ 68 053 შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში, დიდ ბრიტანეთში გამოვლენილია COVID 19-ის დაახლოებით 3 მილიონი შემთხვევა, თითქმის 80 ათასი ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში ვითარება გართულდა კორონავირუსის ახალი შტამის სწრაფი გავრცელებით. რასაც დღეს ლონდონის მერის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა.
ინფორმაციისთვის ბრიტანეთში სამმა ვაქცინამ გაიარა ავტორიზაცია: pfizer/biontech, moderna და astrazeneca.
იხილეთ აგრეთვე:
BBC: მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს