მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს „შარლი ებდოზე“ თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება 

სასამართლო პროცესი, შარლი ებდო

საფრანგეთში დღეს, 2 სექტემბერს, ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ სასიკვდილო შეტევის საკითხზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

BBC-ის ცნობით, სასამართლო განიხილავს 14 ადამიანის საქმეს, რომელთაც ბრალი თავდამსხმელებისთვის მხარდაჭერაში ედებათ.

აღსანიშნავია, რომ „შარლი ებდო“ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, კვლავ მუჰამედის კარიკატურას აქვეყნებს.

როგორც ჟურნალის ხელმძღვანელი აცხადებს, ისინი არასდროს დანებდებიან.

„ჩვენ არასდროს დავნებდებით და დავეცემით“, - დაწერა მან რედაქტორის სვეტში.

ინფორმაციისთვის, 2015 წლის 7 იანვარს, ფრანგულ „შარლი ებდოს“ შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, რასაც 12 თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდამსხმელები ყვიროდნენ -„ალაჰუ აკბარ“, რაც ნიშნავს -„ღმერთი დიდია.

მომხდარის შემდეგ უამრავი სოლიდარობის აქცია გაიმართა, რომელთა მთავარი სლოგანი იყო je suis charlie ანუ „მე შარლი ებდო ვარ“.