მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდ ბრიტანეთში Brexit-ი ბიგ-ბენის ზარით აღნიშნეს

დიდ ბრიტანეთში Brexit-ი ბიგ-ბენის ზარით აღნიშნეს

გაერთიანებული სამეფოსთვის ევროკავშირთან ოფიციალური გამოყოფის დასრულების შემდეგ ახალი ერა დაიწყო.აღნიშნულის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს.

როგორც გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირის საბოლოო დატოვება ბიგ-ბენმაც „აღნიშნა“.

დიდმა ბრიტანეთმა შეწყვიტა ევროკავშირის წესების დაცვა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ბრექსითის“ შემდგომი ეკონომიკური შეთანხმების ვადის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

დიდი ბრიტანეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი 1973 წელს გახდა, 2020 წლის იანვარში ლონდონის დროით 23:00 საათზე ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. „Brexit-ის დღესთან“ დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო დაწესებულებებში სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.