მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბრიტანეთი ანაკლიის და „კავკასუს ონლაინის“ საკითხს აკვირდება

დიდ ბრიტანეთში კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათში გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ 19-ის 60 916 შემთხვევა დადასტურდა. 

ამავე მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფექციას 830 ადამიანი ემსხვერპლა.

დიდ ბრიტანეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით საერთო ჯამში გარდაცვლილია 76 305 ადამიანი. რაც შეეხება ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ რაოდენობას, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 774 479 შემთხვევაა გამოვლენილი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ახალი შტამის სწრაფი გავრცელების გამო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 5 იანვარს ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

დიდი ბრიტანეთი კოვიდინფიცირების გავრცელების კუთხით, პირველ ხუთეულში, რუსეთის ფედერაციის შემდეგ, მეოთხე პოზიციას იკავებს.

👉 კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ბრიტანეთში ახალი შტამით ათასზე მეტი პაციენტია ინფიცირებული. ახალი შტამი უფრო გადამდებია, თუმცა ავადმყოფობის სიმძიმე კორონავირუსის სხვა შტამებს არ განსხვავდება.