დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს გაუკეთეს. აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას და მოუწოდა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთონ.
მთავრობის განცხადებით, ბრიტანეთში მოდერნას ვაქცინა მოსახლეობისთვის აპრილის მესამე კვირას იქნება ხელმისაწვდომი.
ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 132 597 727-ს შეადგენს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის დამარცხება 106 880 036 პაციენტმა შეძლო, ხოლო საერთო ჯამში კოვიდ 19-ს 2 876 699 ადამიანი ემსხვერპლა.
კოვიდინფიცირების გავრცელების კუთხით, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მე-6 პოზიციაზეა, ქვეყანაში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4 მლნ-ს აჭარბებს.
ამავე თემაზე:
👉 „ახლა არ არის იმის დრო, Covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლას თავი დავანებოთ“ - ბაიდენი