მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდ ბრიტანეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

ლონდონი, ბიგ ბენი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. 

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კარანტინი ქვეყნის მასშტაბით თებერვლის შუა რიცხვებამდე იმოქმედებს.

ყველა სასწავლო დაწესებულება დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადაერთვება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მაღაზიები და სილამაზის სალონები მუშაობას დროებით წყვეტენ.

ბორის ჯონსონმა მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა მაქსიმალურად დაიცვან ის რეკომენდაციები, რასაც მთავრობა და შესაბამისი უწყებები გასცემენ.

მისი თქმით, პირველ ოთხ პრიორიტეტულ ჯგუფში მყოფი პირები ვაქცინის პირველ დოზას თებერვლის შუა რიცხვებში მიიღებენ. ჯონსონის თქმით, მომდევნო ორი კვირა განსაკუთრებულად რთული იქნება.

ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 5 იანვრის მონაცემებით 2 713 563-ს შეადგენს და გარდაცვლილია 58 784 პირი.

კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ბრიტანეთში ახალი შტამით ათასზე მეტი პაციენტია ინფიცირებული. ახალი შტამი უფრო გადამდებია, თუმცა ავადმყოფობის სიმძიმე კორონავირუსის სხვა შტამებს არ განსხვავდება.