მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდი ბრიტანეთი საზღვრის გადაკვეთის წესებს ამკაცრებს

ახალი რეგულაციები ბრიტანეთის საზღვარზე

დიდი ბრიტანეთი საზღვრის გადაკვეთის ახალ წესებს ადგენს და მათ უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

საზღვრის გადაკვეთის წესების გამკაცრება COVID 19-ის გავრცლეების წინააღმდეგ არის მიმართული. „ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ ჩვენი საზღვრები დაცულია“ - განაცხადა ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის ოფიცილურმა წარმოამდეგნელმა მაიქლ გოუვმა.

ასევე ბრიტანეთის მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ მათ საზღვარგარეთ გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ცნობისთვის, 4 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. კარანტინი ქვეყნის მასშტაბით თებერვლის შუა რიცხვებამდე იმოქმედებს.

ყველა სასწავლო დაწესებულება დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადაერთვება. მაღაზიები და სილამაზის სალონები მუშაობას დროებით წყვეტენ.

იხილეთ აგრეთვე:

დიდ ბრიტანეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

დიდ ბრიტანეთში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დაიწყეს