მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონალდ ტრამპი: ბაიდენი პრეზიდენტი ვერ იქნება

დონალდ ტრამპიი ჯოოო ბაიდენიი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტი ვერ იქნება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, ბაიდენმა არჩევნების გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა მიიღო.

Twitter და Facebook გვერდებზე გამოქვეყნებულ მიმართვაში დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლაა და გასული თვის არჩევნებში უამრავი ცუდი რამ მოხდა.

„ჩვენ ვსაუბრობთ ასი ათასობით ხმაზე, ისეთ ციფრებზე, როგორიც აქამდე არავის უნახავს. და თუ კი მართლები ვართ ჯო ბაიდენი არ შეიძლება იყოს პრეზიდენტი“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა აგრეთვე პირობა დადო, რომ იგი დაიცავს საარჩევნო სისტემას.

📌 ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მასში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა გაიმარჯვა. მან საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 232 ხმა მოიპოვა.