მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება

ტრამპის ვეტო

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა.

„მივმართავ მათ, ვინც მეკითხებოდა, მე არ ვაპირებ 20 იანვარს ინაუგურაციაზე დასწრებას“, – წერს დონალდ ტრამპი.

პრეზიდენტი ტრამპი გახდება მხოლოდ მეოთხე პრეზიდენტი აშშ-ს ისტორიაში, რომელიც არ დაესწრება მისი მემკვიდრის ინაუგურაციას. ბოლოს ეს აშშ-ში 1869 წელს მოხდა, როდესაც თანამდებობიდან წასულმა პრეზიდენტმა ენდრიუ ჯონსონმა უარი თქვა ცერემონიაზე დასწრებაზე.

მანამდე მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ ტრამპი შოტლანდიაში გოლფის მოედანზე აპირებდა ყოფნას, მაგრამ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტურჯენმა თქვა, რომ მას ქვეყანაში შესვლის უფლებას არ მისცემს.

იხილეთ აგრეთვე:

🔶ტრაპმი მრჩეველებთან საკუთარი თავის შეწყალების შესაძლებლობას განიხილავს

🔶ბაიდენი: ტრამპი აშშ-ში შიდა ტერორიზმს ხელს უწყობს

🔶ტრამპი: 20 იანვარს ხელისუფლების ორგანიზებულად გადაბარება მოხდება

🔶რუსებმა ტრამპი „ოდნოკლასნიკში“ მიიწვიეს