მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონალდ ტრამპი: კალიფორნიის ტყის ხანძრები ცუდი მენეჯმენტის ბრალია

ხანძარი ტყეში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კალიფორნიაში ჩავიდა, სადაც მაშტაბური ტყის ხანძრები მძვინვარებს. კალიფორნიაში ვიზიტისას ტრამპმა ხანძრები ადგილობრივი ხელისუფლების არასწორ ცუდ მენეჯმენტს დაუკავშირა და არა კლიმატურ ცვლილებებს, - ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

„საგანგებო სამსახურის წარმომადგებლებს ყველაფერი დროულად რომ გაეკეთებინათ და რესურსები სწორად მიემართად, ამ მაშტაბის ხანძრებს ქვეყანა თავიდან აირიდებდა, აგრეთვე დასძინა, რომ როდესაც ხეები ეცემა, მალე ძალიან მშრალი ხდება, ასანთის ღერს ემსგავსება, ეს ფეთქებადი ხდება. იგივე ეხება ფოთლებსაც, ხმელი ფოთლები მიწაზე, ეს არის საწვავი ხანძრებისთვის“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი კალიფორნიის გუბერნატორს გეივინ ნიუსომს შეხვდა, რომელიც გახშირებულ ტყის ხანძრებს კლიმატური ცვლილებების შედეგს უწოდებს.

„მეცნიერება და ჩვენ წინაშე არსებული მტკიცებულებები აშკარა მანიშნებელია, რომ კლიმატური ცვლილებები რეალურია და ვითარებას ართულებს“, - აღნიშნა კალიფორნიის გუბერნატორმა.

ინფორმაციისთვის, კალიფორნიის, ორეგონისა და ვაშინგტონის შატატებში ტყის ხანძრებს უკვე 2 კვირაზე მეტია ებრძვიან, ხანძარმა 2 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა. სტიქიურმა უბედურებამ კი 36 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.