მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნების ბედს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტი მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბედს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ვფიქრობ, არჩევნების ბედი უზენაეს სასამართლოში შეიძლება გადაწყდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს შემადგენლობაში ცხრა მოსამართლე იყოს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნა დროულად სურს.

„ვფიქრობ, რომ ეს თაღლითობა, რომელსაც „დემოკრატები“ ახორციელებენ, უზენაესი სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება გახდეს და თუ მოსამართლეების პოზიცია თანაბრად გაიყოფა, ოთხი-ოთხზე, ეს კარგი არ იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ცხრა მოსამართლე იყოს“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

ინფორმაციისთვის, ერთადერთი არჩევნები, რომლის შედეგებიც უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.