მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ „თალიბანთან“ შეთანხმების მიღწევა სავსებით რეალურია

შეერთებული შტატების პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ავღანურ რადიკალურ დაჯგუფება „თალიბანთან“ შეთანხმების მიღწევა სავსებით რეალურია. ამის შესახებ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მათ აქვთ ნებისყოფა, ჭკუა, საკუთარი პოზიცია, მაგრამ ისინი 19-წლიანი ბრძოლით დაიღალნენ. „თალიბანთან“ პროცესი კარგად მიდის“ - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების რაოდენობა ავღანეთში 4 ათასამდე შემცირდება.