მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეგვიპტე ილონ მასკს: პირამიდები უცხოპლანეტელებს არ აუშენებიათ

მილიარდელი ილონ მასკი ეგვიპტეში მიიწვიეს, რათა საკუთარი თვალით ნახოს, რომ პირამიდები უცხოპლანეტელებს არ აუშენებიათ.

მიწვევა SpaceX-ის მფლობელის Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდება:

„პირამიდები, აშკარად, უცხოპლანეტელებმა ააშენეს", - დაწერა მასკმა, რომელიც, თავის მხრივ, გამოეხმაურა BBC-ის სტატიას, სათაურით - „პირამიდების მშენებელთა პირადი ცხოვრება“.

egvipturi-piramidebi_o_h.jpeg

სწორედ ამის შემდეგ, ეგვიპტის საერთაშორისო თანამშომლობის მინისტრმა, რანია ა. ალ. მაშატმა მასკს მიმართა, რომ მის საქმიანობას თვალყურს აღტაცებით ადევნებს და ის, spaceX -ის გუნდთან ერთად, პირამიდების აშენების შესახებ ჩანაწერების გასაცნობად მიიწვია.

„ამასთანავე, გაჩვენებთ პირამიდების მშენებელთა სამარხებს. მისტერ მასკ, გელოდებით“, - წერს მინისტრი.