მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეგვიპტეში გაზსადენი აფეთქდა

აფეთქება ეგვიპტეში

ეგვიპტის აღმოსავლეთ ნაწილში, სინაის ნახევარკუნძულზე გაზსადენი აფეთქდა. ამის შესახებ arabnews.com იუწყება. 

აფეთქება ქალაქ ელ-არიშში მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი უშიშროების სამსახური იუწყება, რომ თვითმხილველებმა აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე იმ ადგილას უცხო პირები შეამჩნიეს, რომლებმაც მილსადენთან ნივთი, სავარაუდოდ ნაღმი, დატოვეს და მიიმალნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ეგვიპტეში მოქმედ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 ეგვიპტეში ტერორისტებმა გაზსადენი ააფეთქეს

🔱 3 დაღუპული, 50 დაშავებული, ტაილანდში გაზსადენი აფეთქდა (ვიდეო)