უცხოეთი

ეკატერინე ტიკარაძე - საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები

ჯანდაცვის მინისტრი
1594630869
დაკოპირებულია

„საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა ის მექანიზმი, რომელიც არ დაუშვებდა ვირუსის გავრცელებას მთელს ქვეყანაში“ - განაცხადა გერმანული გამოცემა fair-economics-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, მთავარი სტრატეგია, რომელმაც ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას საქართველოში, იყო იზოლაცია და მკაცრი პროტოკოლი ყველა იდენტიფიცირებულ და საეჭვო შემთხვევაში.

„21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და მალე საყოველთაო კარანტინი (31 მარტიდან 22 მაისამდე), აიკრძალა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. ამ ზომების პარალელურად, დაიწყო კომუნიკაციის მასობრივი კამპანია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებისა და სოციალური დისტანციის მნიშვნელობის შესახებ, მოწოდებით „დარჩი სახლში", რაც იმ პერიოდის სლოგანად იქცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის, მისი საქართველოს ოფისისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპოდენტებმა არა მხოლოდ იციან, თუ როგორ აიცილონ ახალი კორონა ვირუსის გავრცელება, არამედ, ასევე, მოქმედებენ შესაბამისად და სხვების მიმართაც გამოხატავენ სოლიდარობას. მათ იციან, რომ ხელების დაბანა და საზოგადოებრივი თავშეყრის თავიდან აცილება მათ საკუთარი თავისა და სხვების დაცვაში ეხმარება. აღდგომის დღეს, ეკლესიამ მიიღო საგანგებო ზომები ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. საეკლესიო მსახურება ტარდებოდა ღია ცის ქვეშ დამსწრეებს შორის სპეციალურად შექმნილი 2-მეტრიანი დაშორებით. ამ ზომების მეშვეობით, ქვეყანამ წარმატებით შეუშალა ხელი COVID–ის გავრცელებას” - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თემით, აქტიური დაცვითი ზომები არ ნიშნავს იმას, რომ არ ვენდობით ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ვირუსზე რეაგირების შესაძლებლობას.

„აქ წინა პლანზე წამოვწიეთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მივიღეთ მკაცრი საკარანტინო ზომები, რამაც ზიანი მიაყენა ეკონომიკურ სექტორს, მაგრამ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად ამ ნაბიჯს გამართლებულად მივიჩნევთ. მთავარი სტრატეგია, რომელმაც ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას საქართველოში, იყო იზოლაცია და მკაცრი პროტოკოლი ყველა იდენტიფიცირებულ და საეჭვო შემთხვევაში“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეკითხვაზე, როდის მოიხსნება შეზღუდვები, მინისტრი პასუხობს, რომ ქვეყანაში არსებული შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე მოიხსნა.

„აპრილის შემდეგ ვირუსის რეპროდუქციის სიხშირე (RT) 1-ზე დაბალია, სტაბილიზაციის ტენდენციით. შედეგად, მთავრობამ წამოიწყო თანდათანობით შეზღუდვების შემსუბუქების პოლიტიკა. სამინისტრომ ბიზნესისა და ფართო საზოგადოებისთვის შეიმუშავა სავალდებულო რეკომენდაციები ვირუსის თავიდან ასაცილებლად და ხალხის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ქვეყანაში ეკონომიკის გახსნის პროცესი თანდათანობით დაიწყო რეკომენდაციების მკაცრი დაცვით. პირველ ეტაპზე ჩვენ განვაახლეთ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ღია სასოფლო-სამეურნეო ბაზრების ოპერირება, შემდეგ სხვადასხვა სერვისები, ღია სარეკრეაციო ტერიტორიების ოპერირება, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების საქმიანობა. ჩვენ ათამდე გავზარდეთ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა შეკრებაც დასაშვებია საზოგადოებრივ სივრცეში. მოგვიანებით, გავხსენით ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები, ღია და შემდეგ დახურული რესტორნები, სასტუმროები, მუზეუმები, უსაფრთხო ტურისტული ადგილები და შიდა ტურიზმი. ასევე, დაგეგმილია სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა უსაფრთხო დერეფნების მიხედვით და ფრენების თანდათანობით განახლება” - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

1624203013
ელენე ხოშტარია აქციაზე

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარ...

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

1624188258
„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება,...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.