უცხოეთი

ეკატერინე ტიკარაძე: მთავრობის მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქებას არ მოჰყვეს ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი
15:10 13.07
დაკოპირებულია

„საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, დადებითი შედეგი მიიღოს ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ისე, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას არ მოჰყვეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა“ ,- გერმანული გამოცემა „FAIReconomics“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის საქართველოში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მცირე რაოდენობის მიზეზი, მაშინ, როცა მათი რიცხვი განსაკუთრებით იზრდება რუსეთში (სხვა ქვეყნებში), მინისტრი პასუხობს, რომ საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები.

„საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა მექანიზმი ქვეყანაში COVID-19–ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მთავრობამ პანდემიის კონტროლის პირველი ეტაპი ქვეყნაში პირველი COVID შემთხვევის დადასტურებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო. ამ ფაზაში შედის კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება შესაბამისი მულტისექტორული თანამშრომლობის შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით. მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად, მიღებული იქნა მკაცრი საკარანტინო ზომები, რამაც სერიოზულად დააზარალა ეკონომიკური სექტორი. დღეს, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, დადებითი შედეგი მიიღოს ვირუსების გავრცელების თავიდან აცილების მიმართულებით, ისე, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას არ მოჰყვეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, მთავრობა ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებაში.

„ქვეყნის გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ შეზღუდვა ქვეყანაში დაბრუნებაზე. მთავრობა ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებაში სპეციალური ფრენების საშუალებით. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან 14-დღიანი საკარანტინო ან თვითიზოლაციის წესები,” - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რეკომენდაციები სკოლებისთვის

რა წესების დაცვა მოუწევთ ახალი სასწავლო...

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომე...
საზღვარგარეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ ივლისში $188.7 მლნ (578 მლნ ლარი) შეადგინ...
34 წუთის წინ
ამერიკის შტატში, ჩრდილოეთ კაროლინაში პოლიციამ 5 წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 25 წლის კაცი და...
41 წუთის წინ
21 მლნ-ზე მეტი კოვიდინფიცირებული - ასეთია პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა. ამის შესახებ მონაც...
44 წუთის წინ
რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, სვანეთში სა...
56 წუთის წინ
ფარერის კუნძულები ქვეყნები, სადაც კორონავირუსისგან არავინ გარდა...
კორონავირუსი მსოფლიოს 215 სახელმწიფოსა და დამოკიდებულ ტერიტორიაზეა გავრცელებული, მათგან 191-ში, მინი...
11:13
ბელარუსში აქციებზე დაკავებულების ნაწილი...
ბელარუსში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ...
პრემიერმა აშშ-ის საფინანსო კორპორაციის დ...
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპო...
ლუკაშენკო: აქციის ორგანიზატორებს კრიმინა...
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკში მიმდინარე საპროტე...