მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ექიმს ნავალნისთან ვიზიტის უფლება არ აქვს, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია“ - ადვოკატი

ალექსეი ნავალნი

„კოლონიაში ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ექიმს მასთან ვიზიტის უფლება არ აქვს",- ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ადვოკატმა ვადიმ კობზევმა გამოცემა Meduza-ს განუცხადა.

კობზევის თქმით, კოლონიაში ნავალნის დღეში ორჯერ იბუპროფენის აბებს აძლევენ. მისივე თქმით, აღნიშნულს იმით ხსნიან, რომ აძლევენ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომელიც დანიშნულია ექიმის მიერ.

კობზევმა აღნიშნა, რომ კოლონიის თანამშრომლები არ ითვალისწინებენ ნავალნის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას.

ამასთან, ნავალნის მეორე ადვოკატი ოლგა მიხაილოვა ამბობს, რომ ნავალნის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესებულია.

„მარჯვენა ფეხი განსაკუთრებულად ტკივა, არ შეუძლია გადაადგილება“, - აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება ნავალნის მეუღლეს, იულია ნავალნაიას, მან კრემლის ლიდერს ვლადიმირ პუტინს ქმრის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.

„მოვითხოვ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჩემი მეუღლე ალექსეი ნავალნი. ის პუტინის რეჟიმმა უკანონოდ გამოკეტა ციხეში. ის, რაც ახლა ხდება, არის პირადი შურისძიება და ანგარიშსწორება. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - აცხადებს ნავალნაია.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტ ალექსეი ნავალნის 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.