მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ტაჯ მაჰალი გაიხსნა

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ტაჯ მაჰალი იხსნება

ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მარტში დახურული ტაჯ მაჰალის ტაძარი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა, თუმცა კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვები,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არსებობის მანძილზე ტაძარი ყველაზე ხანგრძლივად იყო დაკეტილი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა დღის განმავლობაში მხოლოდ 5 000 ვიზიტორს მიიღებს და სავალდებულო იქნება უსაფრთხოების ზომების დაცვა. პანდემიამდე მას დღეში 70 ათასამდე ადამიანი სტუმრობდა.

ტაძრის ტერიტორიაზე სპეციალური ჯანდაცვითი რეგულაციები იმოქმედებს, სავალდებულოა თერმოსკრინინგის გავლა, პირბადის ტარება და აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა.

ინფორმაციისთვის, ქალაქ აგრაში მდებარე მარმარილოს მავზოლეუმი ტაჯ მაჰალი, რომელიც იუნესკოს ისტორიული ძეგლების მემკვიდრეობის სიაშია, კორონავირუსის გამო ვიზიტორებისთვის 17 მარტს დაიხურა.

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის 87 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 1 130 ადამიანი დაიღუპა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში ვირუსი 5,4 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 87 882 ადამიანი.