მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ენტონი ფაუჩი ტრამპის საარჩევნო რეკლამაში გამოყენებულ ფრაზას კონტექსტიდან ამოვარდნილს უწოდებს

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო რეკლამაში მისი ფრაზა კონტექსტიდან ამოვარდნილია და მას ნებართვა არ მიუცია ტრამპის წინასაარჩევნო რეკლამაში მისი ფრაზის გამოყენებაზე. ამი შესახებ „როიტერი“ იუწყება.

გასულ კვირას გამოჩენილ რეკლამაში საუბარია დონალდ ტრამპის პერსონალურ და ასევე, მისი ადმინისტრაციის მცდელობებზე კორონავირუსული ინფექციის დამარცხების მიმართულებით. ფაუჩის ციტატები იმგვარად არის გამოყენებული, თითქოს იგი აშშ-ის პრეზიდენტს აქებს.

„თითქმის 5-წლიანი სახელმწიფო სამსახურის განმავლობაში მე არც ერთხელ საჯაროდ მხარი არ დამიჭერია არც ერთი პოლიტიკური კანდიდატისთვის. ჩემი ნებართვის გარეშე სარეკლამო კამპანიაში გამოყენებული სიტყვები კონტექსტიდანაა ამოვარდნილი იმ განცხადებიდან, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავაკეთე და სადაც პანდემიასთან ბრძოლაში ფედერალური ხელისუფლების ძალისხმევაზე ვსაუბრობდი“- აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპი ფაუჩის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიტყვები ნამდვილად ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგს ეკუთვნის და რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფენომენური სამუშაო ჩაატარა.