მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეპიდვითარება აზერბაიჯანსა და სომხეთში

ვირუსი და დნმ

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 251 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 8927-მდე გაიზარდა.

მონაცემები worldometers-მა განაახლა. ამავე მონაცემების თანახმად, სომხეთში ბოლო 24 საათში ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა რიცხვი ამ დროისთვის 127-ს შეადგენს. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3317-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდვირუსი კიდევ 257 ადამიანს დაუდგინდა, ინფიცირებულების რიცხვი კი 30 მაისის მონაცემებით, 5246-მდე გაიზარდა. აზერბაიჯანში კოვიდინფექციის შედეგად გარდაცვლილია 61 ადამიანი, ხოლო 3327 გამოჯანმრთელდა.

კოვიდ-19-ის ზრდის მაჩვენებლის კუთხით კვლავ ლიდერობს ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე პოზიციას ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.