მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

ერაყში

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში  „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ ნაბა დააკავეს. ერაყში ამ ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი მთავარი კოორდინატორი ბაღდადის აეროპორტში დააპატიმრეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. 

ტერორისტი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებთან“ შესახვედრად ჩავიდა. ერაყის ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები დიდი ხნის განმავლობაში ამ პირზე თვალთვალს ახორციელებდნენ.

აბუ ნაბა ტერორისტულ დაჯგუფებებთან 2003 წლიდან იყო დაკავშირებული. რამდენიმე წლის წინ ის ის „ალ ქაიდას“ წევრი იყო.