მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერაყში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზა რაკეტებით დაიბომბა

ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზა დაიბომბა

ერაყის ქალაქ ერბილთან მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სამი რაკეტა ჩამოვარდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება. დაჭრილთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, სარაკეტო ცეცხლი პროირანული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გახსნეს. კიდე სამი რაკეტა ქალაქ ერბილის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა.

ცნობისთვის, ორი დღის წინ სარაკეტო თავდასხმა ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტზე განხორციელდა. გახშირებული სარაკეტო დაბომბვების გამო აშშ ერაყში საელჩოს დახურვას არ გამორიცხავს.