მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი აია-სოფიას გადაწყვეტილებაზე შეშფოთებულებს პასუხობს

მუსულმანი ქალი აია-სოფიას მიმდებარე ტერიტორიაზე ხელებაღმართული დგას.

„სხვა ქვეყნების მოსაზრებები ვერ მოახდენს გავლენას სტამბოლში აია-სოფიას მუზეუმისთვის რელიგიური სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილების მიღებაზე“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თურქეულ მედიაში განაცხადა.

„თურქეთმა მიიღო გადაწყვეტილება აია-სოფიას მუზეუმი მეჩეთად გადაკეთდეს. ეს თურქეთის მოსახლეობის სურვილი იყო. სხვა ქვეყნების მოსაზრება ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდეს“, - განმარტა ერდოღანმა.

მას ასევე აღნიშნა, რომ ის, ვინც თურქეთის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიტიკებს, საკუთარ ტერიტორიაზე ისლამოფობიას ვერ ებრძვის.

აღნიშნულ ფაქტს იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი გამოეხმაურა და ერდოღანის გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა.

„სამწუხაროა, რომ თურქეთმა გადაწყვეტილება დიალოგისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიიღო“, - აღნიშნულია იუნესკოს განცხადებაში.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის განცხადებით, ერდოღანის გადაწყვეტილება აია-სოფიას ღირებულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რაც ქვეყნის საზღვრებსა და თაობებზე მაღლა დგას. იუნესკო-ს განმარტებით, ქვეყნები ვალდებულები არიან, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მყოფი ძეგლების სტატუსის ცვლილების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორედ იუნესკო-სთან შეათანხმონ და მსგავს გადაწყვეტილებებს მსოფლიოს მემკვიდრეობის კომიტეტმა გადახედოს.

აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლის ფაქტს გამოეხმაურა საბერძნეთიც და თურქეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა. ხოლო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერდოღანის გადაწყვეტილება დაუფიქრებელია.

ცნობისთვის, 10 ივლისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ 1934 წლის 24 ნოემბრის მთავრობის გადაწყვეტილება აია-სოფიასთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭების შესახებ გააუქმა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრეზიდენტმა ერდოღანმა მოაწერა.