მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი: კორონავირუსი თურქეთს განვითარებაში ხელს ვერ შეუშლის

თურქეთის პრეზიდენტი 2020

"კორონავირუსი თურქეთის განვითარების შემაფერხებელი მიზეზი ვერ იქნება",- ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი არა მარტო კარგად უმკლავდება ეპიდემიას, არამედ პარტნიორ ქვეყნებასც ეხმარება.

"თურქეთი წარმატებით ებრძვის კორონავირუსს. ჩვენ არა მარტო ვუმკლავდებით ვირუსს, არამედ მეგობარ სახელმწიფოებასაც ვეხმარებით",- აღნიშნა ერდოღანმა და დაამატა, რომ თურქეთმა უკანასკნელ 10 წელიწადში ჯანდაცვის სფეროში არაერთ დიდ წარმატებას მიაღწა.

მან მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისა და სიფრთხილის გამოჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"თუ თითოეული ჩვენგანი მიჰყვება რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, მაშინ თურქეთი კორონავირუსული ინფექციის საფრთხეს უმოკლეს დროში აღმოფხვრის - ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში",- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 137 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 3 739 ადამიანი.