მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი: კორონავირუსის ვაქცინას პირველი მე გავიკეთებ

ერდოღანი ვაქცინაზე

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას თურქეთში პირველი ის გაიკეთებს.  ერდოღანის თქმით, ამას ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტიანობის საჩვენებლად გააკეთებს. ამის შესახებ hurriyetdailynews.com იუწყება. 

„არანაირი კითხვები მე არ მიჩნდება. არა მაქვს ვაქცინაციის პრობლემა. საუბარია ადამიანების ჯანმრთელობაზე. ჩვენი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელ ზომას მივიღებთ“ - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ვაქცინის მეშვეობით პანდემიის დამარცხება გახდება შესაძლებელი. მისი ინფორმაციით, თურქეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს გერმანულ კომპანია BioNTech-თან, რომელმაც ვაქცინა ამერიკულ კომპანია Pfizer Inc-თან ერთად შექმნა. ასევე, ვაქცინის მიწოდებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს თურქეთსა და რუსეთთან.

თურქეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება 11 დეკემბრიდან იგეგმება. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯმა განაცხადა, პირველ ვაქცინას ანკარაში სწორედ ამ დროს ჩაიტანენ.