მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი: მაკრონს ფსიქიკის შემოწმება სჭირდება

თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები. 2020 წელი.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიიპ ერდოღანმა 25 ოქტომბერს კვლავ განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუკი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ფსიქიატრიულ შემოწმებას ჩაიტარებს.

თურქი ლიდერის თქმით, „მაკრონი დღე და ღამე ერდოღანზე ფიქრებითაა გატაცებული, ამიტომ, მისთვის ნამდვილად აუცილებელია ფსიქიატრიული შემოწმება.

ერდოღანის ანალოგიური გამოთქმის გამო პარიზმა საფრანგეთის კონსული კონსულტაციებისთვის გაიწვია, ხოლო ევროკავშირმა თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდა „შეწყვიტოს კონფრონტაციის საშიში მოქმედებები“.

ერდოღანმა ფსიქიკური შემოწმებისთვის მაკრონს გასულ კვირასაც მოუწოდა:

„რა უნდა თქვა ქვეყნის მმართველზე, რომელიც სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს ასე ცუდად მიმართავს? პირველ რიგში, ფსიქიკის შემოწმებას საჭიროებს“, - აღნიშნა ერდოღანმა.

პარიზში თურქეთის ლიდერის მოსაზრებას უხეში უწოდეს.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე მაკრონმა მსოფლიოში არსებულ ისლამურ კრიზისზე ისაუბრა. მან,აგრეთვე, 1905 წლის კანონის მოდიფიცირების პირობა დადო, რელიგიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან კიდევ უფრო გამიჯვნის მიზნით.

გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მკაცრად გააკონტროლებს მეჩეთების ფინანსურ წყაროებს.