მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი სტამბულში გაეროს შტაბ-ბინის გადატანის ინიციატივით გამოდის

თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაეროს შტაბ-ბინის ნიუ-იორკიდან სტამბულში გადატანის ინიცატივით გამოდის. ამის შესახებ ერდოღანმა დისტანციურ რეჟიმში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სერიოზული რეფორმირება სჭირდება.

„ეს სტრუქტურა გასულ საუკუნეში შეიქმნა. დღეს მას კონფლიქტების მოგვარების ეფექტიანი მექანიზმები არ გააჩნია“ - განაცხადა ერდოღანმა.