მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერევანში სავაჭრო ცენტრიდან ევაკუაცია განხორციელდა

ევაკუაცია სავაჭრო ცენტრიდან

ერევანში, სავაჭრო ცენტრში ბომბის არსებობის შესახებ შესული შეტყობინების გამო 350 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ცენტრში მეხანძრეები, მაშველები, კინოლოგები და ფსიქოლოგები სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად მივიდნენ.

სამართალდამცველებმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ შენობაში ბომბი ვერ იპოვეს.

სომხეთის კანონმდებლობის მიხედევით, ტერორიზმის შესაძლო აქტის შესახებ ცრუ შეტყობინება 3 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.