მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერევნის ცენტრალურ მოედანზე ფაშინიანის მომხრეთა აქცია მიმდინარეობს (LIVE)

ფაშინიანის მომხრეთა აქცია

სომხეთის დედაქალაქ ერევნის ცენტრალურ მოედანზე პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერთა მიტინგი იქნება. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება. 

აქციაზე ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე მონაწილეობს.

ერევანში მთავრობის მომხრეთა და ოპოზიციის წარმომადგენელთა აქციები ყოველდღე მიმდინარეობს. ოპოზიცია ფაშინიანს მოღალატეს უწოდებს, ყარაბაღთან დაკავშირებით კაპიტულაციის გაფორმებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

ფაშინიანმა კი 25 თებერვალს სამხედროები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „ჯარმა საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს, პოლიტიკაში არ ჩაერიოს და ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაიცავს.