მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერთი წელი სულეიმანის დაღუპვიდან - ერაყში საპროტესტო აქციები იმართება (ვიდეო)

საპროტესტო აქცია ერაყში

ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის დაღუპვიდან ერთი წლის შემდეგ ათასობით ერაყელმა ბაღდადში საპროტესტო აქცია გამართა. ამის შესახებ bostonglobe.com იუწყება.

სულეიმანი ერაყში 2020 წლის 3 იანვარს აშშ-ის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს მისი სურათები ეჭირათ. ისინი ერაყიდან ამერიკული ჯარების გაყვანას მოითხოვდნენ.

წინა დღეს ერაყის დედაქალაქის აეროპორტის მიმართულებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს. ასე მათ პატივი მიაგეს სულეიმანის და მასთან ერთად კიდევ 9 დაღუპულის ხსოვნას.

გენერალი კასემ სულეიმანი 2020 წლის 3 აინვარს ბაღდადის აეროპორტის მახლობლად, ამერიკელების ავიაიერიშის დროს დაღუპა. სულეიმანი ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსის ელიტური ქვედანაყოფის, "ელ-ქუდსის" მეთაური იყო. მასთან ერთად ერაყის შიიტური დაჯგუფების მოხალისეთა სარდალი ამუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპა.

სულეიმანის დაღუპვის შემდეგ ირანის ტერიტორიიდან ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ირანი რამდენჯერმე დაემუქრა ამერიკას, რომ სულეიმანის დაღუპვაზე შურს იძიებს. საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს ბირთვული ობიქტების დაბომბვით დაემუქრა.

იხილეთ აგრეთვე:

👉 არჩევნებამდე ტრამპი ირანის მთავარ ბირთვულ ობიექტზე თავდასხმას განიხილავდა

👉 ირანი ახალ ბირთვულ ობიექტს აშენებს