მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს იყო კანონის დარღვევა, სხვა შეფასება არ არსებობს“ - პუტინის პრესსპიკერი

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვის ცენტრში გამართულ არასანქცირებულ აქციებში არცთუ ისე ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. 

პესკოვი ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებში მონაწილე მოქალაქეები სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

„ეს სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება. იტყვიან, რომ ბევრი მოქალაქე მონაწილეობა ამ აქციებში, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის. ცოტა ადამიანი გამოვიდა, ბევრი ადამიანი პუტინის მხარდამჭერია“, - განაცხადა პესკოვმა რუსეთის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, მისივე თქმით, ის პატივს სცემს ყველა ადამიანის შეხედულებას, თუმცა უკანონობას არ მიესალმება.

„პატივს ვცემ ყველა თვალსაზრისს, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ უკანონო ქმედებებში მონაწილეობის, რადგან სხვა შეფასება არ შეიძლება იყოს, ეს კანონის დარღვევაა“, - აცხადებს პესკოვი.

ცნობისთვის, 23 იანვარს მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მომხრეების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ. „ძირს მეფე, პუტინი დამნაშავეა, თავისუფლება ნავალნის“ - სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები.